|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმე განიხილება

დღეს 4 მარტს, 14:00 საათზე, ბათუმის ბათუმის საქალაქო სასამართლოში „მზია ამაღლობელის საქმეზე“ წინასასამართლო სხდომაა დანიშნული.

წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და ასევე, ეს საქმე არსებითად უნდა განიხილოს თუ არა სასამართლომ.

ამ სხდომაზე მოსამართლე ასევე განიხილავს მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. იგი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

ცნობისთვის,  მას ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან  სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რაც 4-დან 7 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ავტორი: