„დღეს ჩვენ ვაცილებთ ძალიან დიდ ქართველს - რეზო გაბრიაძეს"
საქართველოს პარლამენტმა ცნობილი ქართველი მხატვრის, კინოსა და თეატრის რეჟისორის, რეზო გაბრიაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
„დღეს ჩვენ ვაცილებთ ძალიან დიდ ქართველს - რეზო გაბრიაძეს, ადამიანს, რომელმაც დიდი სამყარო დატოვა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რომელიც აღაფრთოვანებდა თაობებს და კიდევ ბევრ თაობას აღაფრთოვანებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.
რეზო გაბრიაძეს დღეს მთაწმინდაზე დაკრძალავენ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



21:51
15:17
15:16
14:26
















