|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს გოგი წულაიას სასამართლო პროცესი იმართება

დღეს, გოგი წულაიას სასამართლო პროცესია ჩანიშნული - სხდომა დისტანციურად იმართება.

წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის თქმითს,  წულაია უნდა გათავისუფლდეს, რადგან ბრალდების მხარეს მის წინააღმდეგ მტკიცებულება არ აქვს.

„ჩვენ სამართლებრივად უფრო მყარი პოზიციები გვაქვს გამართლებისთვის, ვიდრე ბრალდების მხარეს. ვნახოთ, სასამართლო რას იზამს. ყველა ლოგიკით, ასეთ შემთხვევაში, როდესაც მტკიცებულება არ არის, სასამართლო უნდა ცვლიდეს აღკვეთის ღონისძიებას,“ - აცხადებს გელბახიანი.

ცნობისთვის: „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, გოგი წულაია მარტის ბოლოს ქალზე ძალადობის ბრალდები დააკავეს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.   

ავტორი: ნიუპრესი