"ეს დღე გარდამტეხი აღმოჩნდა საქართველოს ისტორიაში“ [VIDEO]
"ეს დღე გარდამტეხი აღმოჩნდა საქართველოს ისტორიაში“- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დღეს 9 აპრილის მემორიალთან.
''9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი, როდესაც უამრავმა ქართველმა ახალგაზრდამ შიშველი ხელებით სცადა წინ აღდგომოდა საბჭოთა მმართველობის მძლავრ მანქანას. ეს დღე გარდამტეხი აღმოჩნდა საქართველოს ისტორიაში. დღეს პატივს მივაგებთ სამშობლოსთვის თავგანწირული ადამიანების ხსოვნას“, - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა სულებს პატივი მიაგეს.
9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან კი 27 წელი გავიდა.
ავტორი: ნიუპრესი