|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს საქართველოს ქალაქებში აქციები „შინ ევროპისკენ“ გაიმართება

დღეს თბილისსა და რეგიონებში აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება.  მოქალაქეები ქუთაისში 15:00 საათზე, ზუგდიდში  18:00 საათზე, ხოლო ბათუმში  19:00 საათზე შეიკრიბებიან.

თბილისში კი აქცია პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე დაიწყება.

აქციები სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება.

როგორც სოციალურ ქსელში ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

21:00 საათზე, აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.

 

 

 

 

ამასთან, მსგავსი შეკრებები ჩატარდება ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა