|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დღეს სახელმწიფო თითოეული თქვენგანის გვერდით დგას " (R)

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გელა სამხარაულმა მორიგი შეხვედრა ქალაქ ახმეტის ამომრჩეველთან გამართა. ინფრასტრუქტურისა და საყოფაცხოვრებო პირობების მოწესრიგებასთან ერთად, მოსახლეობა კანდიდატს ქალაქში საავადმოფოს საჭიროების აუცილებლობაზე ესაუბრა.

 გელა სამხარაულმა რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, მიმოიხილა ის მიღწევები, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში განხორციელდა. ისაუბრა თვითმმართველობებზე, როგორც მართვის და რეგულირების ყველაზე ეფექტიან მოდელზე, იმ სამომავლო პერსპეტქივებზე, რაც ქვეყანას სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდამ შეუქმნა.

  „სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გარეშე ვერ შევძლებთ სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრას, ეს პოლიტიკა მოაგვარებს სოცილურ საკითხებს, გადაჭრის უმუშევრობის პრობლემებს. ჩვენ ამ სწორ გზაზე ვდგავართ. დღეს სახელმწიფოში უზრუნველყოფილია თანაბარი სასტარტო პირობები იმისთვის, რომ შესაძლებლობების თავისუფლად გამოვლენა და განვითარება შეძლოთ. დღეს სახელმწიფო თითოეული თქვენგანის გვერდით დგას კონკრეტული ფინანსებით, კონკრეტული პროგრამებით და რაც მთავარია, გასაღების ბაზრების ხელმისაწვდომობით. მინდა ამ პროცესების აქტიური მონაწილეები გახდეთ და მერწმუნეთ, თქვენი ცხოვრება გახდება უკეთესი”,-განაცხადა გელა სამხარაულმა.

ავტორი: ნიუპრესი