|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს ვნახეთ შეშინებული რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს! - ნიკა მელია

დღეს რაც ვნახეთ, არის შეშინებული, ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს! - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის აქციების მონაწილეების დაკავებებს. 

"დღეს რაც ვნახეთ, არის შეშინებული, ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს!

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მაგრად ეშინიათ თავისუფლების იდეის და მზად არიან თავის კორუმპირებული ხელისუფლების დასაცავად სრულიად მშვიდობიან აქციებს დაერიონ!

აქციების დაწყებამდე 46 ადამიანი დააკავეს - მაგრამ საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლი ასობით ათასია.

ვაგრძელებთ! მშვიდობიანად, უწყვეტად და მტკიცედ!“,- წერს მელია სოციალურ ქსელში.

 

ავტორი: ნიუპრესი