|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დროგამოშვებით წვიმა და მთაში თოვლი - მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

დროგამოშვებით წვიმა და მთაში თოვლი - ასეთია უახლოესი დღეების მოსალოდნელი ამინდი საქართველოში. 
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი. 
"7 მარტამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.
მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის ინტერსიურმა დნობამ და შესაძლო თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა