|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დუბაიში ქართველი ქალის ცხედარი იპოვეს

დუბაიში ქართველი ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გამოცემა „გალფ ნიუსის“ ცნობით, შიშველი ქალის ცხედარი დუბაიში ავტობუსის გაჩერების სიახლოვეს იპოვეს.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.  სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, მკვლელობამდე ქალი გააუპატიურეს.

დუბაის მთავარი პროკურორის განცხადებით, დანაშაულებრივ ქმედებაში ერთზე მეტი ეჭვმიტანილია.
მომხდარის შესახებ პოლიციას დაღუპულის მეგობარმა გოგონამ აცნობა, რომელიც იმ მომენტში ალკოჰოლის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მან აცნობა სამართალდამცველებს, რომ მისი მეგობარი ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი გააუპატიურეს და მოკლეს.
დუბაის პროკურატურაში აცხადებენ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან.

თავის მხრივ, გამოცემა „khaleejtimes“-ი წერს, რომ დაღუპულის ასაკი 25 წელს არ აღემატება. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა იპოვეს მისი მეგობარი გოგონა, რომელიც სავარაუდოდ, ნარკოტიკების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და ძირს იწვა.

24 წლის გოგონა მხოლოდ ქართულად საუბრობდა და მასთან კონტაქტის დამყარებისთვის თარჯიმანი მიიყვანეს.

ipn.ge

 

ავტორი: