ე.წ. აგენტების შესახებ კანონის განხილვა პარლამენტსა და მის გარეთ მძლავრი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
პარლამენტთან ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
რუსული კანონის მიღებას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები აპროტესტებენ.
ისმის საყვირები ხმა, ასევე, შეძახილები "არა რუსულ კანონს". ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
რაც შეეხება პარლამენტის შიგნით მიმდინარე პროცესებს, ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვა. ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც კანონპროექტს აპროტესტებენ დარბაზიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გამოყავთ. როგორც დეპუტატები აცხადებენ, დარბაზში მანდატურების გარდა, სავარაუდოდ, სუს-ისა და სპეცსამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან.
ავტორი: ნიუპრესი