|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჩხერეში ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გამშვები პუნქტი იკეტება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე ერთადერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტს კეტავს. მიზეზი უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაა. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „რესი“ ავრცელებს. გამშვები პუნქტი საჩხერეში მდებარეობს.
 
„30 დეკემბრის 20:00 საათიდან დროებით წყდება სამხრეთ ოსეთი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის „ქარძმანის“ მონაკვეთზე მიმოსვლა, რომელიც გაიხსნება 3 იანვრის 06:00 საათიდან და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას“, - აღნიშნულია დეფაქტო უწყების ინფორმაციაში.
 
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, საზღვრის დაკეტვა მათთვის პრობლემას წარმოადგენს, რადგან ახალ წელს ახლობლობთან გადასვლას ვერ მოახერხებენ, ამასთან, პროლემა აქვთ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე გადასასვლელად.
 
 
ორი გადასასვლელი პუნქტი ჯერ კიდევ სექტემბერში დაიხურა ე.წ. საზღვართან სიტუაციის დაძაბვის გამო.
 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა