|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეკო სმარტ ქალაქის განვითარების მიზნით იდეათონი ცხადდება

ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ფარგლებში, 29-30 მარტს იდეათონი გაიმართება, - ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ახალგაზრდული იდეათონის მიზანია გამოავლინოს კრეატიული და საინტერესო იდეები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქუთაისის, როგორც ეკო სმარტ ქალაქის განვითარებას, ეკო- მეგობრული გარემოს ჩამოყალიბებას, სასურველი საცხოვრებელი და ვიზიტორებისათვის მიმზიდველი ქალაქის შექმნას.

იდეათონში მონაწილეობა შეუძლია 17-30 წლის ასაკის ახალგაზრდებს. მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად.

გუნდში წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4 ადამიანს. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია არაუგვიანეს 2024 წლის 23 მარტამდე შემდეგ მისამართზე: https://forms.gle/fbYVpPbBgYTi6t4d6 იდეათონში გამარჯვებული იდეები რეალობად იქცევა და ქუთაისში განხორციელდება.

იდეათონი იმართება ქუთაისში ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ფარგლებში, რომელიც შემუშავდა ევროკავშირი-UNDP-ის ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მხარდაჭერით.

იდეათონის ორგანიზატორებია ქუთაისის მერია და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“. იდეათონის პარტნიორებია: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“. იდეათონის დებულების გაცნობა შესაძლებელია ბმულზე: https://forms.gle/zgMTjwY8phZkfAs79

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.62%
გაუარესდა - 53.45%
არ შეცვლილა - 12.93%
სულ - 116 ხმა