ელენე ხოშტარია, რომელიც მეხუთე დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტის შენობაში მეხუთე დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა. მას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა.
ექიმებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს და განაცხადეს, რომ მის სასიცოცხლო პარამეტრებში არის ცვლილებები, თუმცა ჯერჯერობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ექიმებმა გასცეს რეკომენდაცია, მას გაუკეთდეს გადასხმა, რაზეც ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა.
ის მეხუთე დღეა შიმშილობს და არის საკმაოდ დასუსტებული. მას გადაადგილება უჭირს და მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
"დროას" ლიდერის მოთხოვნა მოშიმშილე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.
ავტორი: ნიუპრესი