|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ელექტრომობილების წარმოებისთვის აუცილებელი ტექნოლოგიური სიმძლავრეები ივლისში ჩამოვა"

ელექტრომობილების წარმოებისათვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოში ივლისის დასაწყისში ჩამოვა -ამის შესახებ "ნიუპრესს" კომპანიაში "აი გრუპი" განუცხადეს.

როგორც კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანმა განმარტა, ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროცესის შეფერხება პანდემიას უკავშირდება.

გულედანის თქმით, ამის გამო ვერ მოხერხდა 2019 წლის შემოდგომაზე შეძენილი საწარმოო ხაზისა და ტექნოლოგიური სიმძლავრეების ჩინეთიდან დროული მოწოდება. 

"ჩვენმა პარტნიორმა, ავტოინდუსტრიის ჩინურმა გიგანტმა, "ჩანგანმა" მხოლოდ თებერვლის მეორე ნახევარში დაიწყო საწარმოო პროცესების განახლება, ისიც მხოლოდ ავტომატიზირებულ ნაწილებში. სრულად, სამუშაო პროცესს ქარხანა როდის დაუბრუნდება, ჯერ არ ვიცით. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად დაკომპლექტებული ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოში ივლისის დასაწყისში ჩამოვა. მეორე, ასევე უმნიშვნელოვანესი პრობლემა, კადრების მივლინებასთან არის დაკავშირებული. ჩვენ ველოდებოდით ინჟინრების გუნდს ჩინეთიდან, ვისაც უნდა ემართა საწარმოს მშენებლობის და საწარმოო ხაზების მონტაჟის მიმართულება. ასევე, უნდა გაგვეგზავნა ქართველ სპეციალისტთა გუნდი გადამზადებაზე ჩინეთში. მიმდინარე მოვლენების გამო ეს მიმართულებაც 2019 წლის ბოლოდან დღემდე შეჩერებულია. იმედს ვიტოვებთ, არსებული ვითარება უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება, რაც მოგვცემს საშუალებას განვაგრძოთ დაწყებული პროცესი", -განაცხადა კახა გულედანმა.

მისი თქმით, დაპირებული თარიღები გადაიხედება. 

შეგახსენებთ, ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობისათვის კომპანიას  ავტოქარხნის ყოფილი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია გადაეცა. ავტომშენებლის ქუჩის #41-ში მიწის ნაკვეთი შემოღობილია, თუმცა იქ ჯერჯერობით საწარმოს მშენებლობის პროცესი დაწყებული არ არის.  

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა