|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საქმე დაძრულია და ძალიან მალე ვიხილავთ ელექტრომობილების ქარნხის მშენებლობის ნებართვას"

საქმე დაძრულია და ძალიან მალე ვიხილავთ ელექტრომობილების ქარნხის მშენებლობის ნებართვას - ამის შესახებ "ნიუპრესს" ქუთაისის მერიის არქიტექტურის  სააგენტოს ხელმძღვანელმა რუსუდან ჩინჩალაძემ განუცხადა.

ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის ნებართვა ქუთაისის მერიასთან უნდა შეთანხმდეს.  საწარმოს გენერალური გენერალური დეტალური გეგმა ქალაქის მერიმერიის არქიტექტურის სააგენტოში რამდენიმე დღის წინ შევიდა. რუსუდან ჩინჩალაძის თქმით, გეგმა  განსახილველად უკვე  ინფრასტრუქტურის სამინისტროშია გადაცემული.

"საწარმოს მშენებლობის გენერალური დეტალური გეგმა  ჩვენს სააგენტოში რამდენიმე დღის წინ შემოვიდა.  ვიდრე პროექტის  საკრებულოზე განსახილველად გატანა მოხდება, გეგმა უნდა განიხილოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითმა დეპარტამენტმა. ჩვენ გადავეცით პროექტი სამინისტროს და დღევანდელ სხდომაზე მოხდება აღნიშნული საკითხის განხილვა.  შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, მათი  გათვალისწინებით ჩვენი სააგენტო გეგმას გაიტანს ქალაქის საკრებულოზე,- განაცხადა რუსუდან ჩინჩალაძემ. 

მისი თქმით, პროექტის განხილვა ორ ეტაპად წარიმართება. მეორე ეტაპი უფრო თვალსაჩინო იქნება, რომ ჩვენ შეგვეძლება ვიზუალურად ნახვა, სად რა განთავსდება. 

 რუსუდან ჩინჩალაძის თქმით, თავდაპირველად მოხდება პირველი და მეორე კლასის შენობების, ანუ საწარმოს ადმინისტრაციის და ქარხნის მშენებლობა, რის შემდეგაც მოხდება სხვა საჭირო შენობების დაგეგმვა და აშენება. 

შეგახსენებთ,  კომპანია "აი გრუპი" ქუთაისში ელექტრომობილების საწარმო მშენებლობას იწყებს. პროექტის პრეზენტაცია ქუთაისში 26 ივლისს გაიმართა. კომპანიის ხელმძღვანელის კახა გულედანის განცხადებით,  მსოფლიო პირველ ქართულ ელექტრომობილებს 2020 წლის დასაწყისისთვის  იხილავს. 

პროექტი ხორციელდება მსხვილი ჩინური კორპორაციის „ჩანგანის“ პარტნიორობით.  კომპანიის წარმომადგენლები საწარმოში 300-მდე ადგილობრივის დასაწმების პირობას დებენ. 

ავტორი: ირინა მაკარიძე