ემიგრანტები პირადობის მოწმობებს უფასოდ, ხოლო პასპორტებს ფასდაკლებით მიიღებენ
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები პირადობის მოწმობებს უფასოდ, ხოლო პასპორტებს ფასდაკლებით − 50 დოლარად მიიღებენ.
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით დაწყებული აქციის მიზანი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიების დახვეწა და მასში საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უტყუარი და სანდო ბიომეტრიული მონაცემების არსებობაა.
უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები პირადობის მოწმობების უფასოდ აღებას 3 თვის განმავლობაში შეძლებენ, ხოლო პასპორტებზე შეღავათიანი ფასი 2 თვის განმავლობაში შენარჩუნდება.
აღსანიშნავია, რომ აქცია ასაკობრივ შეზღუდვას არ ითვალისწინებს და დოკუმენტების აღებას უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქე შეძლებს.
თეა წულუკიანს განცხადებით, აქციის მიზანი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიების დახვეწა და მასში საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უტყუარი და სანდო ბიომეტრიული მონაცემების არსებობაა.
ავტორი: ნიუპრესი