|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ენმ-ს ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ყოფილ თანაგუნდელებს პოლიტიკურ თაღლითობაში ადანაშაულებენ

"ნაციონალური მოძრაობაში" შიდა დაპირისპირება გრძელდება. ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ყოფილ თანაგუნდელებს, ამჯერად, პოლიტიკურ თაღლითობაში ადანაშაულებენ. როგორც საკრებულოს დეპუტატები აცხადებენ, მელიას თანაგუნდელებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ამ დრომდე არ დაუტოვებიათ და მეტიც, პარტიის მოქმედ დეპუტატებს ფრაქციიდან რიცხავენ. ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა შუშანიას განცხადებით, მელიას გუნდის წევრები, ვერ ახერხებენ ფრაქციისთვის სახელის შეცვლას, რისთვისაც ფრაქციის წევრების გარიცხვა სჭირდებათ.

შუშანიას თქმით, ყოფილი თანაგუნდელები კანონს არღვევენ და ამ დრომდე ხელფასებს იმ ფრაქციიდან იღებ, რომელი პარტიის წევრებიც აღარ არიან.

"ვულოცავ ნიკა მელიას გუნდს დღეს გაერთიანდა "ქართულ ოცნებასთან" ქუთაისის საკრებულოში. დარეჯან ფხაკაძემ, რომელმაც ფრაქცია დატოვა და "ქართულ ოცნებას" შეუერთდა დღემდე არ გაურიცხავთ ფრაქციიდან. მისი ხმით აპირებენ ჩვენს გარიცხვას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან", რომლებიც წლებია ამ პარტიაში და ფრაქციაში ვართ. ეს არის პოლიტიკური თაღლითობა, პირადი სარგებლის მიღების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე რამდენიმე კვირაა პარტიდან წასულები არიან. ფრაქციიდან ხელფასს ამ დრომდე იღებენ. ჩვენ მოვუწოდებთ პარტიიდან წასულებს დატოვონ მანდატები"- განაცხადა გიგა შუშანიამ.

ავტორი: