|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ექსპრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ახლა მედიკოსების დუმილი დანაშაულია - ექიმების აქცია ქუთაისში

ქუთაისში ექიმების ნაწილი მთავრობას განცხადებით მიმართავს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ მიხეილ სააკაშვილს და მის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

ექიმების თქმით, ექსპრეზიდენტი 46-ე დღეა შიმშილობს, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამიტომ მედიკოსების დუმილი ახლა დანაშაულია.

ისინი პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ კლინიკაში. 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს,  საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს,  ქუთაისში მოღვაწე ექიმების მიმართვა.

  ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ,  როგორ მძიმდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც 46-ე დღეა შიმშილობს.

გლდანის სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფუნდამენტურ და აბსოლუტურ უფლებას. ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოთ პოლიპროფილურ სტაციონარში, რათა მოხერხდეს მისთვის კვალიფიციური სამედიცინო სერვისის მიწოდება.

თავისუფლებააღკვეთილი პირების ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობა განსაზღვრულია როგორც საერთაშორისო სტანდარტებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ექიმის, როგორც მორალური, ასევე პროფესიული ვალდებულებაა შეუერთდეს ჩვენს მოწოდებას!"- აცხადებენ ქუთაისელი ექიმები. 

ავტორი: ნიუპრესი