|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში ამომრჩევლებთან ხელშეკრულებას აფორმებს

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში ამომრჩევლებთან ხელშეკრულებას აფორმებს. როგორც მოძრაობის წევრებმა დღეს განაცხადეს, ხელშეკრულება გაფორმდება პარტიას და ქუთაისს შორის, რომლის თანახმად, ქუთაისს დაუბრუნდება საპარლამენტო ქალაქის სტატუსი, გაფართოვდება დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

მათი თქმით, 26 ოქტომბერს მოსახლეობა არჩევანს გააკეთებს ევროპაში კეთილდღეობასა და განუვითარებლობას შორის. ხელშეკრულებას ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობა, ხელშეკრულებას აფორმებს ქუთაისთან. ხელშეკრულებას ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ქუთაისისთვის და რომელიც დღეს არის პოლიტ პატიმარი. ხელშეკულებით ქუთაისს დაუბრუნდება საპარლამენტო ქალაქის სტატუსი, გაფართოვდება დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი და მოსახლეობის კეთილდღეობა გაუმჯობესდება. გვჯერა, მოსახლეობა 26 ოქტომბერს გააკეთებს სწორ, ევროპულ არჩევანს და რაც აისახება ქვეყნის განბითარებაზე", - განაცხადა ხათუნა არველაძემ.

ავტორი: ნიუპრესი