|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ერთიანობამ“ შემაჯამებელი შეხვედრა ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან გამართა

„არჩევნებამდე ორი დღით ადრე შევიკრიბეთ სწორედ აქ, თქვენთან ერთად, ბაგრატის ტაძართან, რომელიც არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო, რადგან კიდევ ერთხელ შევახსენოთ ერთმანეთს - როდესაც ვერთიანდებით, ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებთ და ასე გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს.“- განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ქუთაისში , სადაც პარტიამ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა ბაგრატის ტაძართან გამართა 

„დღეს ბაგრატის ტაძარი ჩააქრო ხელისუფლებამ. ხელისუფლებამ, რომელმაც ჩააბნელა მთელი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ გავანათებთ მთელ ქვეყანას მიხეილ სააკაშვილთან, თქვენთან ერთად.  

12 წლის მანძილზე „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ იყო ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი ფრონტი და სულ ორ დღეში, 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ გახდება დიდი ეროვნული გამარჯვების მთავარი მედროშე. ჩვენ არასოდეს გვითამაშია ივანიშვილის თამაშები, ჩვენ გვახასიათებს ერთგულება, ჩვენ არ გვჩვევია პირფერობა. დიახ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და იქნება მიხეილ სააკაშვილის ერთგული და რაც მთავარია თითოეული ჩვენგანისთვის, ერთგული ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების. 

ამ კამპანიამაც გვაჩვენა, რომ ყველაზე მწირი რესურსით, დატყვევებული ლიდერით და ხელისუფლების მხრიდან ყველაზე მძიმე წნეხით მაინც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, მაინც თქვენ, მაინც 5 ნომერი არის მთავარი წინააღმდეგობის ფრონტი წინააღმდეგ. ასე იყო 12 წელი, ასეა დღეს და ასე იქნება 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე, როდესაც ერთიანობით ვამარცხებთ „ოცნებას“.

 

ამ კამპანიაში ჩვენ არ გვივლია აკვარიუმით, ჩვენ არ დაგვიდგამს ძვირადღირებული მეგაშოუები, ჩვენ გავმართეთ ხალხმრავალი შეკრებები საქართველოს ქალაქების ცენტრალურ უბნებსა თუ ქუჩებში ხალხთან ერთად და ხალხის პირისპირ.  დღეს კი ისტორიულ არჩევნებამდე ორი დღით ადრე შევიკრიბეთ აქ, ბაგრატის ტაძართან, როგორც ყველაზე დიდი ქრისტიან-დემოკრატიული ევროპული ოჯახის წევრი პოლიტიკური პარტია, რომელიც პატივს სცემს ჩვენს მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს და სწორედ ჩვენი ისტორიის და ეროვნული იდენტობის დაცვით ისწრაფვის ევროპისკენ. არჩევნებამდე ორი დღით ადრე შევიკრიბეთ სწორედ აქ, თქვენთან ერთად, ბაგრატის ტაძართან, რომელიც არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო, რადგან კიდევ ერთხელ შევახსენოთ ერთმანეთს - როდესაც ვერთიანდებით, ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებთ და ასე გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს", - განაცხადა თინა  ბოკუჩვამ.

 შეკრებილ მხარდამჭერებს  სიტყვით მიმართეს „ერთიანობის“ სხვა  ლიდერებმა.

 

 

 

ავტორი: