რა დავალება მიიღეს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა
„ოცნების“ ლიდერები მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს, ასევე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდენ. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად საუბარი სტრუქტურულ ერთეულებში ოპტიმიზაციის საკითხს შეეხო.
როგორც შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, ერთ-ერთი საკითხი სოციალური დახმარების მიმღებთა ბაზების გადახედვაა. მნიშვნელოვან საკითხებს შორისაა ასევე რეგიონებში კორუფციის გამოვლენა.
“ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო კოორდინაცია ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის. ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება სამინისტროების მხრიდან ადგილობრივ დონეზე და მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების ჩართულობა. ასევე შევეხეთ სოციალური დახმარების საკითხებს. საჭიროა ამ ბაზების გადახედვა და ამ თემაზე აქტიურად ვიმუშავებთ მუნიციპალიტეტების ჩართულობით. ასევე ყურადღება გავამახვილეთ კორუფციის პრევენციის მნიშვნელობაზე. ამ კუთხით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეც მაქსიმალურად შევძლოთ კორუფციული პრაქტიკის პრევენცია”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შეხვედრა 19 თებერვალს გაიმართა.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა



12:22
16:05
13:33
12:21
















