მგზავრების გადაყვანა და საკურიერო მომსახურება - რა საქმიანობა აეკრძალათ იმიგრანტებს
მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები ვერ დასაქმდებიან ისეთი მიმართულებით, რომელიც დაკავშირებულია საკურიერო მომსახურებასთან, მგზავრების გადაყვანასთან და ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან, - აღნიშნულის შესახებ ნათქვამია დადგენილებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის ახალი წესი 20 თებერვლით თარიღდება და 1 მარტიდან უკვე ძალაში შედის. დადგენილებით განსაზღვრულია, იმ პროფესიებისა და შრომითი/სამეწარმეო საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც დაწესებულია წლიური კვოტები. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საკურიერო მომსახურებაზე, მგზავრთა გადაყვანასა და ტურისტულ გიდობაზე ნულოვანი კვოტა იმოქმედებს, ხოლო სამთო/ალპური და სათხილამურო გამყოლებზე - 200.
ავტორი:



12:22
16:05
13:33
12:21
















