|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 123-ე უბანზე ფულს არიგებენ - ხატია დეკანოიძე

გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე მოსყიდვებზე საუბრობს. მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე ფულს არიგებენ.

დეკანოიძემ პრესკონფერენციაზე 123-ე უბანის მიმდებარედ გადაღებული ვიდეო წარმოადგინა. მისი თქმით, ვიდეოში ჩანს, ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მოქალაქეებს თანხას ურიგებს. მისივე თქმით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს რეაგირება. ხატია დეკანოიძემ ასევე ისაუბრა უბნებზე არსებულ სხვა დარღვევებზე.

მისი თქმით, კოვიდუბნებზე ხმის განმეორებით მიცემის მცდელობას ქონდა ადგილი. დეკანოიძე საოლქო კომისიისგან დროულ რეაგირებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საოლქო კომისიაში მისვლას. გაერთიანებულ ოპოზიციაც 30-მდე საჩივარი აქვს დაწერილი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა