ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი და სიგნალი ქვეყნის ყველა არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირისთვის - ლონდა თოლორაია
ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის, არამედ ძალიან საშიში სიგნალი ქვეყნის ყველა არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირისთვის, რომ ისინი უნდა იყვნენ ძალიან ჭკვიანად, - აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსი ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და მის ბაზაზე ორი ახალი სამსახურის შექმნაზე ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ.
ის ხელისუფლებას მოუწოდებს უარი თქვას სახელწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე, ის ასევე მოუწოდებს სახალხო დამცვველებსა და უფლებადამცველებს სადღესასწაულო დღეების მიუხედავად იმოქმედონ ამ ინტიტუციის გადასარჩენად.
ლონდა თოლორაიას განცხადებით, სამსახურის დაჩქარებული წესით გაუქმება არის ძალიან ძალიან საშიში და სახიფათო პროცესი.
როგორც მან განმარტა, "ახალი კანონპროექტით ხდება არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური რეორგანიზაცია, არამედ ხდება სამსახურის ლიკვიდაცია".
"უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსის არჩევითი თანამდებობა , ამას გარდა ღია და გამჭვირვალე წესით დანიშნული პროფესიონალი ადამიანები რჩებიან სამსახურის გარეშე -
ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის, არამედ ძალიან საშიში სიგნალი ქვეყნის ყველა არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირისთვის, რომ ისინი უნდა იყვნენ ძალიან ჭკვიანად. ეს არის მესიჯი ყველა საჯარო მოხელისთვის, რომ კეთილსინდისიერი მუშაობისთვის, ისინი შესაძლოა ასე, ძალიან მარტივად დარჩნენ სამსახურის გარეშე", - განაცხადა თოლორაიამ.
ავტორი: ნიუპრესი