|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პუტინი ემზადება პროვოკაციებისთვის, ის ემზადება ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის - მიხეილ სააკაშვილი

პუტინი ემზადება პროვოკაციებისთვის, ის ემზადება  ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის, - ამის შესახებ  ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ამას რუსეთი გააკეთებს, ჩვენი დამხმარე აღარავინ იქნება. 

 

„მე ვარ უკრაინის სიმბოლიკით და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს რთული სიტუაცია. მე მგონია, რომ უკრაინაში ომის საშუალება პუტინმა უკვე დაკარგა, მაგრამ ის ემზადება პროვოკაციებისთვის, ის ემზადება დონეცკის და ლუგანსკის ასაღიარებლად, მაგრამ ის ამავე დროს ემზადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის და ის, რომ აქაური ხელისუფლება დამალულია სულ ფეხებზე ჰკიდია პუტინს. ის აუცილებლად გააკეთებს ამას და ჩვენი დამხმარე არავინ არ იქნება, ეს იქნება ივანიშვილის და პუტინის ერთობლივი თამაში, ამიტომ თუ ხალხმა არ ამოიღო ხმა, ჩვენ არ გვექნება სხვა არანაირი გამოსავალი. გუშინ გამოქვეყნდა ჩემი ეკონომიკური პროგრამა და როცა ქვეყანა მდიდარია, ყველა მდიდარი იქნება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა