EU4Business-ის დახმარებით ქართულ კომპანიებს ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა ეძლევათ
საქართველოში ბიზნეს კომპანიების უმეტესობას, 94%-ს, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები წარმოადგენენ და სამუშაო ადგილების 43%-ს ქმნიან. მიუხედავად ამისა, მათი წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) 18%-ია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჯერ კიდევ არის თავისუფალი სივრცე ზრდისთვის, თუკი ამ პოტენციალის ასათვისებელი გზები მოიძებნება.
საქართველოს მთავრობაც და ევროკავშირიც აცნობიერებენ ამ რისკებს, ამიტომაც ევროკავშირმა საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა პრიორიტეტად აქცია. ევროკავშირის ინიციატივა EU4Bუსინესს-ი მუშაობს იმისათვის, რომ მცირე და საშუალო საწარმოების წინაშე არსებული დაბრკოლებები აღმოფხვრას, ისეთი როგორიცაა შეზღუდული წვდომა ფინანსებზე, საკანონმდებლო წნეხი და ახალ ბაზრებზე შესვლის სირთულეები.
ევროკავშირის EU4Bუსინესს პროგრამა დაფინანსების, ხელშეწყობის და ტრენინგის მეშვეობით, ეხმარება მცირე ბიზნესს, სრულად გამოავლინოს მისი პოტენციალი. EU4Bუსინესს-ისფარგლებში მხარდაჭერა ხორციელდება ისეთ ორგანიზაციებთან ერთად, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBღD) და ევროპის საინვესტიციო ბანკი.
„EBRD-ის კონსულტაციები მცირე ბიზნესისათვის პროგრამის გუნდი აკავშირებს მცირე და საშალო ბიზნესის სექტორს ადგილობრივ კონსულტანტებთან და საერთაშორისო მრჩეველებთან, რათა განახორციელონ რეალური ცვლილბები - ტრანსფორმაცია მოახდინონ ბიზნესების და სრულად ისარგებლონ იმ ადგილობრივი და საერთაშორისო შესაძლებლობებით, როგორიცაა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა,“ განმარტა ღვინეფაძემ.
ციფრები საუბრობენ მოცულობაზე: მხოლოდ გასულ წელს, EU4Business-ის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის - კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის ფარგლებში 100-ზე მეტ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს გაეწია საკონსულტაციო მომსახურება. EBRD-ის სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ბიზნეს კომპანიების 84%-მა გაზარდა ბრუნვა, მაშინ როცა 66%-მა შექმნა ახალი სამუშაო ადგილები.
"ჩვენი სერვისების მიმართ მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და მოხარულნი ვართ, რომ არამხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორს ვუცხადებთ მხარდაჭერას, არამედსაკონსულტაციო ინდუსტრიის განვითარებასაც ვახდენთ მიზნობრივი ტრენინგ მოდულებისა და სასწავლო კურსების საშუალებით,“ განაცხადა ღვინეფაძემ.
EU4Business-ი, რომელიც მანამდე SME Flagship ინიციატივის სახელით მოქმედებდა, ქართულ ბაზარზე 2009 წლიდან აქტიურობს ისეთ პარტნიორებთან ერთად როგორებიც არიან - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი.
ამ პერიოდში, პროგრამამ ფინანსური მხარდაჭერა გაუწია 63 ათას საწარმოს ქვეყანაში და გამოყო 700 მილიონ ევროზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. EU4Business-ის მიერ მხარდაჭერილი ბიზნესების ჩამონათვალი დიდია, დაწყებული თხილის მწარმოებლებიდან ტურისტულ საწარმოებამდე და მეღვინეობიდან სტომატოლოგიურ ქირურგიამდე.
იმისათვის რომ კომპანიის კორპორატიული კულტურა კიდევ უფრო დაიხვეწოს, goodforyouხელს უწყობს კომპანიის თანამშრომლების კეთილდღეობას ჯანსაღი ჩვევების გამომუშავებას და გართობას. EBRD-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერა ამ კომპანიის მიმართ კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია კომპანიას შეისწავლოს და ბიზნესის განვითარებისთვის ახალი ნიშა იპოვოს.
Goodforyou-მ 10 ათასი ევროს ღირებულების დაფინანსება მოიპოვა EBRD-ის პროგრამის კონსულტაციები მცირე ბიზნესს, რომელსაც შვედეთი და ევროკავშირი აფინანსებს. თანხა საკონსულტაციო მომსახურებას, ვებგვერდის შექმნას, შინაარსის განვითარებას და ციფრულ მარკეტინგს მოხმარდა.
კომპანიის დამფუძნებლის სურია კუმარის განცხადებით, ყოველდღიური ცხოვრების დაძაბულ რიტმში, პირადი, კარიერული თუ მსოფლიო პრობლემების გადაჭრით მოცულებს, გვიჭირს შევინარჩუნოთ ჯანსაღი ცხოვრების ბალანსი.
„სწორედ ამიტომ, ჩვენ შევქმენით Gოოდფორყოუ - პროგრამა, რომელიც მორგებულია პროგრესული კორპორაციული კულტურის მქონე ორგანიზაციაზე, დაეხმაროთ თქვენს თანამშრომლებს შეიძინონ და განამტკიცონ ჯანსაღი ცხოვრების უნარ-ჩვევები,“ განაცხადა კუმარიმ.
სამთვიანი გამოწვევა მიზნად ისახავსწაახალისოს ციფრული ნაბიჯებისმთვლელებით შეიარაღებული თქვენი გუნდები, რათა მათ, დღეში მინიმუმ 10 000 ნაბიჯიგაიარონ და ვირტუალურ სამყაროში, ერთმანეთს ევროპის გარშემო მოგზაურობაში შეეჯიბრონ. გამოწვევა მოიცავს სამოტივაციო და საგანმანათლებლო პროგრამას, გუნდების მაღალიჩართულობისა და ჯანსაღი ჩვევების განსამტკიცებლად.
Gოოდფორყოუ-ს დამფუძნებელი ამჟამად პროდუქტის გაყიდვის სტრატეგიაზე მუშაობს, რომ შესთავზოს პოტენციურ კლიენტებს. „პროდუქტს ვცდით, რომ განვსაზღვროთ ფასი. სამიზნე აუდიტორია ვფიქრობთ რომ საშუალო რგოლის მენეჯერები იქნებიან,“ განაცხადა კუმარმა.
EU4Bუსინესს-ი ასევე უზრუნველყოფს საკრედიტო ხაზსს ადგილობრივი ბანკებისთვის მცირე და საშალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად. ეს საშუალებას აძლევს ბიზნესებს მიიღონ საჭრო ინვესტიცია რომელიც მათ განვუთარებაში დაეხმარება, მაგალითად იყიდონ ახალი დანადგარები, რომელიც მათ შეუმცირებს ხარჯებს და საშუალებას მისცემს გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთ.
და ეს არ არის მხოლოდ ფული: მცირე და საშუალო საწარმოებს შეუძლიათ ისარგებლონ საკონსულტაციო მომსახურებით, ასევე კრედიტით, მაგალითად შეცვალონ კომპანიის მართვის სტილი ან გაეცნონ ონლაინ მარკეტინგის ახალ პლატფორმებს - და ამით კომპანია მიიღებს არა მხოლოდ კონსულტაციას არამედ, გაიყოფს ხარჯებს. სხვა პროექტები მეწარმეებს სთავაზობენ ტრენინგებს, კავშირების დამყარების შესაძლებლობებს, ეხმარებიან მონაწილეობა მიიღონ ვაჭრობის გამოფენებში და ფორუმებში, ეხმარებიან კომპანიებს გაზარდონ ხარისხი, რათა დაუახლოვდნენ ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო სტანდარტებსა და მოთხოვნებს.
ზოგიერთი მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომპროცედურულად დონორებისგან მხარდაჭერის მიღება ძალიან რთულია. თუმცა გაბრიელმელივა მოუწოდებს ყველა მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მფლობელებს, რომ მონაწილეობა მიიღონ და არ გამოტოვონ ეს შესაძლებლობა, რადგან დაჟინებით აღნიშნავს, რომ პროცედურები არის ძალიან მარტივი.
განმცხადებელი იწყებს კონკრეტული განაცხადის ფორმის შევსებას (ENG GEO), სადაც შეაქვს ყველა საჭირო ინფორმაცია პროექტის მიზნებზე და შინაარსზე, ასევე დეტალურად აღწერს რა სახის საკონსულტაციო სერვისის მიღება სურს.
Memogram-ისა და Goodforyou- ის მაგალითები ცხადყოფს, რომ ის, რაც გუშინ შეუძლებელიიყო, დღეს ის უკვე შესაძლებელია და ხელმისაწვდომია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვისEU4Business- ისა და მისი პარტნიორების მეშვეობით.
სტატია მომზადებულია პროექტ „ევროკავშირის მეზობლები - აღმოსავლეთის“ ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები ერთპიროვნულად მასალის ავტორის მოსაზრებებს წარმოადგენს
ავტორი: თამარ ხურცია
ავტორი: ნიუპრესი