ევროკავშირის დახმარებაზე უარით საქართველო უარს ამბობს რეფორმების განხორციელებაზე
ევროკავშირის დახმარების მიღებაზე უარით საქართველოს უარს ამბობს დახმარების პირობის შესრულებაზე - ამგვარი შეფასება მისცა ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ხელისუფლების გადაწყვეტილებას, უარი თქვას მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე.
ეს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომლის შესრულებაც გათვალისწინებულია შარლ მიშელის შეთნხმებაში, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაა.
"150 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება რომლის ნახევარი გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა მოსახლეობის დახმარებას პანდემიასთან გამკლავებაში. ეს თანხების საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა.
ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს დასაბუთებას გადაწყვეტილებაზე რომ არ მოითხოვოს დახმარების დარჩენილი ნაწილი. ავღნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა, კერძოდ გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა წარიმართა საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, რაც საჭირო იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრული შესაბამისობისთვის". განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ჟულიენ კრამპმა.
ავტორი: ნიუპრესი