ევროკავშირის წარმომადგენლებმა იგივე პირობა დაუყენეს ხელისუფლებას, რასაც ჩვენ ვითხოვდით -ვარლამ გოლეთიანი
ვნახავთ, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს იგივეს თუ ეტყვის ხელისუფლება, რაც ჩვენ გვითხეს, - აცხადებს "რიონის ხეობის" მცველი ვარლამ გოლეთიანი.
მისი თქმით, მომდევნო შაბათს თბილისში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობა ჩამოდის, რომელიც მედიაციის პროცესში უნდა ჩაერთოს.
როგორც გოლეთოიანმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, ევროპელებმაც იგივი პირობები დააყენეს, რასაც რიონის ხეობის მცველები ითხოვენ და რაზეც ხელისუფლებისაგან უარი მიიღეს.
"ამ გაერთიანებას მედიაციისათვის ხელისუფლებამ მიმართა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათაც იმ პირობების დაკმაყოფილება მოითხოვეს, რასაც ჩენ ვითხოვდით დიალოგის დაწყებისათვოის და რაზედაც ხელისუფლებამ უარი გვითხრა. ეს პირობები იყო ბარიკადების აღება, პოლიციის გაყვანა ხეობიდან, სამუშაოების შეწყვეტა. ამის შემდეგ გაიწერებოდა კალენდარი და ყველა მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავდით. ამაზე გვეთქვა უარი. არ ვიცი, ევროკავშირის წარმომადგრნლობას რამდენად იგივეს ეტყვიან, რაც ჩვენ გვთხრეს.
თუ ეს პირობები არ შესრულდება, ისინი მედიაციის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ. დასკვნაც დაიწერება ამის შესახებ. თუ კი ჩაერთვებიან მედიაციის პროცესში, მაშინ პირობები უნდდა შერულდეს დაგარკვეულ ვადას ითხოვენ ყველაფრის შესწავლად", -განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
მისი თქმით, ამ შეხვედრას თბილისში თავადაც დაესწრებიან, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანების წარმომადგენლობასთან შეხვედრა მედიისთვის ღია იყოს.
"შემდეგ შაბათს რამდენიმე ადამიანი თბილისში ვიქნებით, ამ შეხვედრაში მივიღებთ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, მედიისთვის ეს პროცესი ღია და საჯარო უნდა იყოს, შემდეგ სპეკულაციის საგანი რომ არ დარჩეს ამ შეხვედრაზე" , - ამბობს გოლეთიანი.
რიონის ხეობაში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. ამ დროისათვის კარვები 6 ლოკაციაზე გაშლილი. საიდანაც ხეობაში შესასვლელ გზებს აკონტროლებენ. უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა კარვებში 222-ე ღამე გაათენეს.
ავტორი: ნიუპრესი