ევროკავშირთან თანამშრობლობით ხელშესახები შედეგები გვაქვს - ირაკლი შენგელია
ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრობლობით, ევროინტეგრაციის და დასავლური დემოკრატიის განვითარების გზაზე ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები, - ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია აცხადებს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ევროპის დღეს ეხმაიანება.
„ევროპული სახელმწიფოების პროგრესი ეფუძნება ფუნდამენტურ ღირებულებებს, თავისუფლებას, ადმიანის უფლებების დაცვას, მშვიდობას და თანასწორობას. ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრობლობით, ევროინტეგრაციის და დასავლური დემოკრატიის განვითარების გზაზე ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები", -განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
წელს საქართველოში ევროპის დღის თემაა: "ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ".
შეგახსენებთ, 9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, ეს დღე ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს. ევროპის დღის აღნიშნვნა უკავშირდება 1950 წლის შუმანის დეკლარაციას, რომელმაც 71 წლის წინ, საფუძველი ჩაუყარა ევროკავშირის ქვეყნების გაერთიანებას და პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შემოღებას, რაც ევროპის ერებს შორის ომს წარმოუდგენელს გახდიდა.
ავტორი: ნიუპრესი