ევროკომისია სახლების ასაშენებლად 3 მილიონს გამოყოფს
ევროკომისია სტიქიით დაზარალებულთათვის სახლების ასაშენებლად 3 მილიონ ლარს გამოყოფს. კიდევ 400 ათასი ლარი ჰუმანიტარული დახმარებისთვისაა განკუთვნილი. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მუშაობა გრძელდება დამატებითი რესურსების მოსაზიდად. პროცესში ჩართულია საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსიც. გახსნილია ანგარიშები ხაზინასა და კომერციულ ბანკებში, ანგარიშების გახსნაც გეგმავენ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებიც.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს. როგორ დავით კერესელიძემ განაცხადა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საელჩოებში გაიხნას სპეციალური ანგარიშები, რომ არ მოხდეს ზედმეტი ფულის და დროის ხარჯვა.
ავტორი: ანა ჯიქია