|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნო

 ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნობს. რეზოლუციას მხარი 494 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 58 მოწინააღმდეგე იყო, 44-მა კი თავი შეიკავა. 

გადაწყვეტილების საფუძველია მოსკოვის მიერ განხორციელებული სამხედრო დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე, როგორიცაა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები, სკოლები და თავშესაფრები, რაც  არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას.

"რუსეთი ყველა დონეზე იზოლირებული და პასუხისგებაში მიცემული უნდა იყოს, რათა შეწყვიტოს თავისი მრავალწლიანი ტერორიზმის პოლიტიკა უკრაინასა და მთელ მსოფლიოში", - აცხადებს გადაწყვეტილების შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.   

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა