ევროპის ჩემპიონატში ქართველმა მოჭადრაკემ მეორე ადგილი დაიკავა
ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატში ქართველი მოჭადრაკე ბადურ ჯობავა მეორე ადგილზე გავიდა. ჩემპიონატი მამაკაცთა შორის მინსში ჩატარდა, სადაც მონაწილეობას საქართველოდან ერთი ქალბატონი ქუთაისელი მერი არაბიძე იღებდა.
როგორც ის „ნიუპრესთან“ საუბარში აცხადებს, რთულია მამაკაცებთან შეჯიბრი.
„მამაკაცებთან რთულია თამაში, თუმცა გამოცდილებისთვის ძალიან კარგი. 10 პუნქტი რეიტინგი მოვიმატე. ტურნირში სულ 397 მონაწილე იყო, საქართველოდან მხოლოდ მე ვიყავი ქალი მონაწილე“,-განაცადა მერი აბულაძემ.
აღსანიშნავია, რომ ასაკობრივ კატეგორიაში მერი სამგზის ჩემპიონია. 2015 წელს ჩინეთში გუნდურ ჩემპიონატში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი