"ევროპული საქართველოს" ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების ბიოგრაფიები
2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლების დიდი ნაწილი სხვადასხვა დროს ქალაქის მერიასა და საკრებულოში მუშაობდა. კანდიდატების უმეტესობას იურიდიული, ან ეკონომიკური განათლება აქვს მიღებული.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუპრესი“ პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების უკეთ გასაცნობად, მათ ბიოგრაფიებს გაგაცნობთ.
„ევროპული საქართველო“-ს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკეას ოლქში კოტე რატიანი პროფესიით ეკონომისტია. მან განათლება ქუთაისის საინჟინრო უნივერსიტეტში მიიღო.
2012-2013 წლებში კი რატიანი ქუთაისის მერის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
2012 წლამდე იყო ქუთაისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი.
2004 -დან 2010 წლამდე ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენში მუშაობდა.
2000-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შემოსავლების და ფინანსთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.
"ევროპული საქართველო“-ს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი უქიმერიონის საარჩევლო ოლქში,
ამირან ძოწენიძე პოლიტიკაში ჟურნალისტიკიდან მივიდა.
1992 დან 2000 წლამდე ძოწენიძე ჟურნალისტისა და რედაქტორის პოზიციაზე მუშაობდა.
2003-დან 2012 წლამდე იყო პედაგოგის, მეცნიერ თანამშრომლისა და ექსპერტ კონსულტანტის პოზიციებზე მუშობდა,
2012-2013 წლებში კი იყო თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილე,
2013 წელს იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, 2014 წლიდან კი ქუთაისის საკრებულოს წევრია.
„ევროპული საქართველო“-ს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი საფიჩხიის ოლქში,
ანდრო მაღლაკელიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 2003-2007წწ - საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმერეთის მხარეში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.
2010-2012წწ ქ.ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი იყო.
2012-2013წწ ქ.ქუთაისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის პოსტი ეჭირა, 2012 - დან 2015 - წლამდე ქ.ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტექნიკის უსაფრთხოების მენეჯერი იყო.
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ავტომშენებლის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი
გიორგი ხუციშვილი - მან განათლება თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. 2017 წელს გახდა საქართველოს თასის მფლობელი ძალისმიერ სამჭიდში.
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ქალაქ-მუზეუმში
დავით ჯანელიძე ქუთაისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 1993-1994 წლებში ტელეკომპანია რიონისა და საქართველოს მენეჯერის პოსტს იკავებდა.
2005-2010 წწ. ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ნებართვების, მოსაკრებლებისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური - მთავარი სპეციალისტი იყო, 2010-2013 წლებში კი მთავარ სპეციალისტად ქუთაისის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა.
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ძელქვიანის საარჩევნო ოლქში,
ელისო დათუსანი 1991-1996 წწ სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლისმცოდნეობის სპეციალისტი იყო. 1997-1998 წწ, ძელქვიანის მუნიციპალიტეტში სპეციალისტად მუშაობის შემდეგ, 2007 წლამდე ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, მოსამართლის თანაშემწის პოსტს იკავებდა. 2007 წლიდან დღემდე კი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია.
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კახიანაურის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი
კახა ქორიძემ 2002 წელს თანამოაზრეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ქუთაისისათვის“ დაარსა. 1995-დან „ქუთწყალკანალ“-სა და ქალაქის მერიაში რამდენიმე თანამდებობაზე მუშაობდა. 2010 წლის აგვისტოში ქუთაისის მერიის კონტროლის სამსახურის უფროსად, ხოლო 2011 წლის 10 იანვარს ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსად დაინიშნა.
„ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ავტოქარხნის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი
მერაბ მეშველიანი, პოლიტიკაში არასამთავრობო სექტორიდან მოვიდა. 2001-დან 2004 წლამდე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის და ქუთაისის კოორდინატორის პოსტი ეკავა. 2005 -დან 2010 წლამდე ქუთაისის მერიაში სხვადასხვა წამყვანი პოზიცია ეკავა. 2010-2011 წლებში კი იყო ქალაქის მერის პირველი მოადგილე. 2010-2014 წლებში იყო საკრებულოს წევრი, ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატი.
„ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ვაკისუბანი-სულხან-საბას ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი.
ნანა ქუმელაშვილი ქალაქ ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტის, გემო-კვების ტექნოლოგის სპეციალობით დასრულების შემდეგ, 1985 -დან1987 წლამდე საქართველოს ეროვნულ ბანკში მუშაობდა.
„ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გამარჯვების ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი,
რევაზ გვამბერაძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სამართალმცოდნეობის სპეციალობით დასრულების შემდეგ, ქალაქის მერიაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. მერიის ახალგაზრდობის სამსახურში სპეციალისტის პოზიციაზე გვამბერაძე 2009 წლამდე, მერიის დასუფთავების სამსახურში მთავარ სპეციალისტად
2010მდე ხოლო2010 წლიდან ქუთაისის მერიის კულტურის სპორტის განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა.
2011-2012 წლებში გამარჯვების ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იმერეთის კოორდინტორის პოზიციას იკავებდა.
მსგავსი:
"ქართული ოცნების" ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ბიოგრაფიები
ავტორი: ხატია ბანძელაძე