Facebook - ს ახალი ფუნქცია ჰეშტეგები დაემატა
სოციალურ ქსელ Facebook – ს ახალი ფუნქცია, ე.წ. "ჰეშტეგები" (hashtag) დაემატა.
"ჰეშტეგების" მეშვეობით კი Facebook-ის მომხმარებელი მისთვის საინტერესო ინფორმაციის თვალის მიდევნებას უფრო ადვილად შეძლებს.
როგორც ირკვევა, "ჰეშტეგი" – დათაგული სიტყვაა, რომელსაც წინ სიმბოლო # უძღვის და აქტიურ ლინკად იქცევა.
"ჰეშტეგის" გამოყენებით, Facebook – ის მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაცია, ნებისმიერი სასურველი სიტყვით, რამდენიმე წამში გლობალურად იძებნება.
ე.წ. "ჰეშტეგი" მომხმარებელს, ასევე სხვა სერვისებთან: Instagram, Twitter Tumblr – თან დააკავშირებს.
"ჰეშტეგებს," როგორც ირკვევა, ჯერჯერობით Facebook - ის მომხმარებელთა 20% იყენებს. თუმცა Facebook - ის ახალი ფუნქცია, რამდენიმე კვირაში გლობალურად გავრცელდება.
ავტორი: ნიუპრესი