|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გაუდის და რას შვრებით, ხალხო! ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს?! - თენგიზ ცერცვაძე

„ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გაუდის და რას შვრებით, ხალხო! ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს?! - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.

 მისი თქმით, ის ადამიანები, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობენ, საკუთარ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს წირავენ.

 

„ადრე, სანამ ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა და სხვათა შორის, ისიც დაგვიანდა ამ ანგაჟირებული ადამიანების გამო, რომ ჩინური ვაქცინა არ უნდოდათ, პირდაპირ გამოდიოდნენ და ამბობდნენ: „მე გავიკეთებ მხოლოდ „ფაიზერს“ და ამიტომ სახელმწიფომ დააგვიანა შემოტანა. ახლა, „ფაიზერი“ გვაქვს სწორედ ყველაზე მეტი. „ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გაუდის და რას შვრებით, ხალხო! ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს?! მაშინ აჩუქებს სხვას, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც ამას გამოიყენებს. გვაქვს „სინოვაკი“, „სინოფარმი“ , „ასტრაზენეკა“, მივიღებთ „ჯონსონ და ჯონსონს“. მე ვერ გავიგე, მართლა საბოტაჟს აწყობთ?! რას აკეთებთ?!“, - განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, „ფაიზერის“ სხვადასხვა პარტიებია ქვეყანაში, ამ ეტაპზე ვადაგასული ნამდვილად არ არის არც ერთი, მაგრამ „თუ ასე იქნება გაუვა“. ცერცვაძის თქმით, საქართველოში ასაცრელი სულ 300-მდე პუნქტია.

„საავადმყოფოებში, საზოგადოებრივ სივრცეებში, ავტობუსები დადიან, კიდევ რა ქნან? თითო ადამიანს თითო პროპაგანდისტს ხომ არ მოგამაგრებენ? დარწმუნებული ვარ, ჩემი ინტერვიუს მერე გამოვა ახლა, ვიღაცა და დაიტლიკინებს, ამის არ რცხვენია, რომ ეს ყველაფერი მაინც სახელმწიფოს ბრალია და სახელმწიფოს უპასუხისმგებლობაა. რა არის სახელმწიფოს უპასუხისმგებლობა? შემოიტანა მილიონობით ვაქცინა, გახსნა 300 პუნქტი. არ არის სათანადო კამპანიაო, მეტი რა კამპანია უნდა იყოს? ტელევიზიები, პრესა, ინტერნეტი, “ფეისბუქი“ ყველა გამუდმებით ამაზე ლაპარაკობს. თქვენ რა გგონია, გაიარეთ ბელგიაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, რა კამპანიაა იქ? ჩვენნაირი კამპანიაც არ არის. უბრალოდ, საზოგადოებაა უფრო შეგნებული, საკუთარი თავი და ოჯახის წევრი უყვარს. ასე რომ, ვერავითარ თავის გამართლებად ვერ გამოდგება ის, რომ ვაქცინა არ გვაქვს. ვაქცინა გვაქვს თავზე საყრელი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: ნიუპრესი