|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფაიზერის“ მესამე დოზა ინფიცირების რისკს ამცირებს

საჭირო გახდება თუ არა "ფაიზერის“ მესამე დოზით აცრა? ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად,  მესამე დოზამ ვირუსისა და მძიმე გართულებებისაგან 60 წლისა და უფროსი ასაკის პირები გადაარჩინა. 

კვლევის თანახმად, მესამე დოზის მიღებიდან 10 დღის შემდეგ ვაქცინირებული პირები 4-ჯერ უფრო დაცულები იყვნენ, ვიდრე ისინი, ვისაც ვაქცინის ორი დოზა ჰქონდათ გაკეთებული.

რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციასა და მძიმე დაავადების განვითარებას, აღნიშნული კატეგორიის პირები ვაქცინის მესამე დოზის მიღებიდან 10 დღის შემდეგ 5-6-ჯერ უფრო დაცულები აღმოჩნდნენ.

ისრაელმა 60 წელს ზემოთ პირების მესამე დოზით აცრა 30 ივლისს დაიწყო. ხუთშაბათიდან კი ეს ასაკობრივი ზღვარი 40 წლამდე დაწია. 

ავტორი: ნიუპრესი