|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ფაიზერს" სრული ავტორიზაცია მიენიჭა

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ "ფაიზერს" სრული ავტორიცაზია მიანიჭა. აქამდე ამ ვაქცინას, რომელიც "კომირნატის" სახელით გაიყიდება, გადაუდებელი გამოყენების ვაქცინის ავტორიზაცია ჰქონდა, როგორც "ჯონსონისა და ჯონსონის" და "მოდერნას" ვაქცინებს.

დეკემბრიდან დღემდე აშშ-ში 204 მილიონ ადამიანზე მეტი აიცრა "ფაიზერით", თუმცა მაინც ბევრი სკეპტიკურად უყურებდა მას, ახალი ავტორიზაცია კი მეტ ნდობას გააჩენს ხალხში.

ამიერიდან, "ფაიზერს" მინიჭებული აქვს სრული ნებართვა, იმისათვის, რომ გამოყენებული იქნას 16 წლიდან ასაკის პაციენტებში.

 

ავტორი: ნიუპრესი