ფასები იზრდება, წლიურმა ინფლაციამ 5.9 პროცენტი შეადგინა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – 1.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.9 პროცენტი შეადგინა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.57 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ძირითადად მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (6.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.1 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 5.8 პროცენტით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.
ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (9.9 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (1.9 პროცენტი) და ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (1.4 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები გაზრდილია 5.3 პროცენტით, რაც 0.23 პროცენტულიპუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე.
ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (5.3 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (5.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.19 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია 21.3 პროცენტით თევზეულზე, ხილი და ყურძენი 11.8 პროცენტით გაძვირდა, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 10.1 პროცენტით.
ავტორი:




15:23
16:17
12:09
11:59
















