|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლიციამ ერთ კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.
 
„პოლიციამ ბრალდებულის პირადი და დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი" ნივთმტკიცებად ამოიღო.
 
სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისათვის საჭირო მასალები.
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებს შსს.

ავტორი: