ფასების ზრდა საქართველოში - საქსტატი ახალ მონაცემებს აქვეყნებს
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.4 პროცენტი შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.8 პროცენტით, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- ბოსტნეული და ბაღჩეული - 26.0 პროცენტი
- პური და პურპროდუქტები - 23.8 პროცენტი
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 22.0 პროცენტი
- ყავა, ჩაი და კაკაო -19.5 პროცენტი
- რძე, ყველი და კვერცხი - 18.3 პროცენტი
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 15.7 პროცენტი
- თევზეული - 13.6 პროცენტი
- ზეთი და ცხიმი - 10.1 პროცენტი
- ხორცი და ხორცის პროდუქტები - 9.1 პროცენტი
- ხილი და ყურძენი - 6.9 პროცენტი
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15.4 პროცენტიანი მატება, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
- ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე - 34.1 პროცენტი
- საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება - 11.8 პროცენტი
- ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - 5.6 პროცენტი
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.2 პროცენტით:
- ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე - 13.8 პროცენტი,
- პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე - 8.2 პროცენტი
- სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე - 2.1 პროცენტი
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა