"ფეისბუქი" და "ინსტაგრამი" ევროპაში შესაძლოა დაიხუროს
"ფეისბუქი" და "ინსტაგრამი" შესაძლოა, მთელ ევროპაში დაიხუროს, - ამის შესახებ დამფუძნებელმა კომპანიამ Meta განაცხადა.
ამის მიზეზი მონაცემთა ევროპული რეგულაციაა, რომელიც უფლებას არ აძლევს Meta-ს კომპანიას, რომელიც ადრე Facebook-ის სახელით იყო ცნობილი, გადაიტანოს, შეინახოს და დაამუშავოს ევროპელების მონაცემები აშშ-ში დაფუძნებულ სერვერებზე.
Meta-ს განცხადებით, თუ ახალი ჩარჩო არ იქნა მიღებული, კომპანიას კონტინენტიდან წასვლა მოუწევს.
კომპანიის ცნობით, იმედოვნებენ, რომ შეძლებენ ახალ შეთანხმებას წელს მიაღწიონ, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, სავარაუდოდ, ვერ შევთავაზებენ უამრავ მნიშვნელოვან პროდუქტს და სერვისს, მათ შორის Facebook-სა და Instagram-ს ევროპაში.
ავტორი: ნიუპრესი