ქუთაისში ბალანჩინის საერთაშორისო ფესტივალს ევროპელი მოცეკვავეები შეუერთდებიან
ჯორჯ ბალანჩინის პირველი საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი ქუთაისში, 27-29 ოქტომბერს ჩატარდება. ფესტივალის ორგანიზატორი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრია. როგორც ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ "ნიუპრესთან" საუბრისას განაცხადა, ფესტივალში მონაწილეობას ბალეტის ადგილობრივ მოცეკვავეებთან ერთად, ევროპის შვიდი ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ.
„ჯორჯ ბალანჩინის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ქუთაისის ოპერის თეატრში გაიმართება, სტუმრები ევროპის 7 ქვეყნიდან გვეყოლება, მათ შორის გერმანიიდან, პოლონეთიდან და ჩეხეთიდან. სტუმრების გარდა ფესტივალში მონაწილეობას ადგილობრივი მოცეკვავეებიც მიიღებენ“-განაცხადა პატარიძემ.
პატარიძის თქმით, ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს.
ავტორი: ხატია ბანძელაძე