ფოტოკონკურის "ილო 2018" გამარჯვებულები გამოვლინდნენ
14 ნოემბერს, თიბისი გალერეაში გაიმართა ფოტოკონკურს „ილოს“ დასკვნითი გამოფენა. გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცა ქალაქ ქუთაისის ვიცე მერმა გიორგი იობაშვილმა.
როგორც მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა თამთა თურმანიძემ განაცხადა, 11 წლიანი ისტორიის მანძილზე, წელს კონკურსს განსაკუთრებით ბევრი მონაწილე ყავდა, შემოვიდა 300-ზე მეტი ნამუშევარი და რაც მთავარია „ილო“ საერთაშორისო გახდა. მასში 60-მდე უცხოელმა ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა ქუთაისის დაძმობილებული ქალაქებიდან. სწორედ ამიტომ ტრადიციულ კონკურსს დაემატა ახალი რუბრიკა „ჩემი ქალაქი“.
ფოტოკონკურსის "ილო 2018" გამარჯვებული გახდა იაკობ სებისკვერაძე, II ადგილი - გიორგი ლიპარტელიანი, III ადგილი - მარია ბანძელაძე. რუბრიკაში "ჩემი ქუთაისი" გაიმარჯვა გიორგი ცხელიშვილის ნამუშევარმა.
ავტორი: ნიუპრესი