|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ფრიდომ ჰაუსის“ მონაცემებით, საქართველოს მაჩვენებლები დემოკრატიის კუთხით გაუარესდა

„ფრიდომ ჰაუსის“ მონაცემების მიხედვით, საქართველოს მაჩვენებლები დემოკრატიის კუთხით გაუარესდა. ქვეყანას, რომელსაც ორგანიზაცია გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიას ანიჭებს, გასულ წელს 100-დან 38 ქულა ჰქონდა, წელს ეს მაჩვენებელი 36-ს შეადგენს.

  • დემოკრატიის პროცენტი 36.31 (უმაღლესი ქულა 100)
  • დემოკრატიის ქულა 3.18 (უმაღლესი ქულა 7)

ანგარიშის მიხედვით, გაუარესებულია დამოუკიდებელი მედიის მაჩვენებელიც. ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ქულა 3.75-დან 3.50-მდე დაეცა.

სასაქართველოს ქულა გაუარესებულია გლობალური თავისუფლების კუთხითაც. საქართველოს მაჩვენებელი 61-დან 60 ქულაზე დავიდა. ორგანიზაციის კრიტერიუმებით, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა.

ძირითადი ქულა ორი პუნქტისგან შედგება:
  • პოლიტიკური უფლებები 40 ქულიდან 23
  • სამოქალაქო თავისუფლებები 60 ქულიდან 37

მიუხედავად გაუარესებული მაჩვენებლისა, საქართველო რეგიონში კვლავ ლიდერია. გლობალური თავისუფლების რეიტინგში აზერბაიჯანს 10 ქულა აქვს, რაც ნიშნავს რომ „ფრიდომ ჰაუსის“ კრიტერიუმებით, ქვეყანა თავისუფალი არ არის. სომხეთის მაჩვენებელი 55 ქულას შეადგენს და საქართველოს მსგავსად, ის ნახევრადთავისუფალი ქვეყნების რიგებში ხვდება. აზერბაიჯანთან შეადარებით, უკეთესი მაჩვენებელი არის რუსეთში, ქვეყანამ წელს 20 ქულა აიღო, რაც ასევე ნიშნავს, რომ რუსეთი არათავისუფალი ქვეყნების რიგებში მოხვდა.

სრულად 

ავტორი: ნიუპრესი