|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გაჩნდა დამატებითი კითხვები, რის გამოც დასკვნის ჩაბარებამ გადაიწია"

ქუთაისის მერიას სოციალური საცხოვრისის შესახებ დასკვნა ამ დრომდე არ მიუღია. მერიაში დასკვნას 31 მაისს ელოდებოდნენ.

მერის მოადგილე იუზა უგულავა "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, რომ დასკვნის ჩაბარებამ რამდენიმე დღით, მერის დამატებითი კითხვების გამო გადაიწია.

"დასკვნა ხუთშაბათს უნდა გვქონოდა, მაგრამ გაჩნდა დამატებითი კითხვები, რის გამოც დასკვნის ჩაბარებამ რამდენიმე დღით გადაიწია. დღეს, საღამოს ველოდებით ლევან სამხარუალის ექსპერტიზის ბიურის დასკვნას", - განაცხადა იუზა უგულავამ. 

მისი თქმით, დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ, ჩაბარდება თუ არა დასკვნა და მხოლოდ სიტყვიერი დაპირება აქვთ.

ბიუროს მიერ ნიკეა დასახლებაში მდებარე სოციალურ საცხოვრისში განხორციელებული სამუშაობის შესწავლა ბინადართა პროტესტის შემდეგ დაიწყო. მათი განცხადებით, შენობაში ავარიული მდგომარეობაა და ჭერი ორჯერ ჩამოვარდა.

საცხოვრისში შესრულებული სამუშაოების შესწავლა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. 

 

სოციალური საცხოვრისი - ექსპერტიზის დასკვნა, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი

სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული სამუშაოების შესწავლა ამ დრომდე არ მომხდარა

"შეიძლებოდა პრობლემა ძალიან მარტივად გადაჭრილიყო"-შოთა მურღულია

სოციალური საცხოვრისი - ავარიული შენობა თუ ბინადართა დაუდევრობა?[PHOTO]

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა