|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გადავწყვიტეთ, მოვინახულოთ ტყიბულის შახტა სამასი მეტრის სიღრმეზე"

ჯანდაცვის კომიტეტის წევრები დღეს ტყიბულში არსებულ მდგომარეობას შეისწავლიან.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, შახტში არსებული მდგომარეობის შესწავლა ობიექტური აღქმის საშუალებას მისცემთ, რომ შესაბამისად გამოიხატოს საკანონმდებლო ინიციატივებში.

„როგორც იცით, ჯანდაცვის კომიტეტი წლების მანძილზე მუშაობს შრომითი ურთიერთობებისა და უსაფრთხო შრომის უფლებების დაცვაზე და საკანონმდებლო ინიციატივებზე, გამომდინარე ბოლო დროინდელი ვითარებიდან, ჩვენ, ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა გადავწყვიტეთ, რომ უშუალოდ მოვინახულოთ ტყიბულის შახტა სამასი მეტრის სიღრმეზე და უშუალოდ შევაფასოთ იქ არსებული ვითარება, თუ რა პირობებში უწევთ მეშახტეებს მუშაობა. ვფიქრობ, რომ ეს წაადგება ჩვენს საკანონმდებლო მუშაობას, რამეთუ უშუალოდ ნანახი უფრო მეტი და ობიექტური აღქმის საშუალებას მოგვცემს, რომ შესაბამისად ავსახოთ საკანონმდებლო ინიციატივებში. ჩვენ ასევე ვიფიქრებთ, მეშახტეთა სოციალური პროგრამების გაუმჯობესებაზე, დაზღვევითი პროგრამების პაკეტის უფრო მეტ მასშტაბზე და შესაძლოა, ვიფიქროთ, საპენსიო ასაკის განხილვაზე, რომ ის იყოს უფრო ნაკლები, ვიდრე არის დღეს“–განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი