|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმეში ჩარევას - ლომჯარია

გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან,  ადამიანის უფლებებთან, არის დისკრიმინაციული და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმეში ჩარევას - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ   სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების"  გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტი "უკიდურესად შემაშფოთებელია" და მისი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება უნდა მოხდეს.

 

"საქართველოს სახალხო დამცველისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლითაც დაჩქარებული წესით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. პროექტი მომზადებულია გაუმჭვირვალედ და დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარი კონსულტაციბის გარეშე.

მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან ადამიანის უფლებებთან, არის დისკრიმინაციული და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმეში ჩარევას. საქარტველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს პრაქტიკის მიხედვით დამოუკიდელ ორეგანოს უფლებამოასილების ვადაზე ადრე შეწყვეტა მხოლოდ საგამონაკლისოდ შეიძლება. საქართვე,ოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებისთ, ასეთ განსაკუტრებულ შემთვევას მხოლოდ მაშინ შეიძლება ქონდეს ადგილი, როპდესაც მოქმედი ნორმები იმდენად ხარვეზიანი, რომ ამა თუ სახელმწიფოს თანამდებობის  მიზანს თუ დანიშნულებას ეწინააღდეგება და მათი შეცვლა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. ამ ტიპის შემთვევასთნ დრეს ნამდვილად არ გავქს საქმე", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ავტორი: