გაფიცული მაღაროელები დღეს "ჯორჯიან მანგანეზის" პასუხს ელოდებიან
ჭიათურაში მაღაროელები მე-5 დღეა გაფიცულები არიან. 1700-მდე მაღაროელი სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობის 12-საათიან გრაფიკზე გადასვლას და შესაბამის ანაზღაურებას მოითხოვენ.
სამი დღის წინ პირველი შეხვედრა "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციასთან უშედეგოდ დასრულდა.
მაღაროელებისა და კომპანიის წარმომადგენლების მორიგი შემდეგი შეხვედრა დღეს არის დაგეგმილი.
კომპანიის მიერ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მაღაროელები მასშტაბურ აქციების გამართით იმუქრებიან.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა