|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გალიაში გამოკეტილი ბავშვები - პერფორმანსი ქუთაისში

გალიაში გამოკეტილი ბავშვები - ამ პერფორმანსით გამოეხმაურნენ ნინოწმინდის პანსიონატში არსებულ მდგომარეობას. ქუთაისელმა აქტივისტებმა გალიაში სიმბოლურად სათამაშოები მოათავსეს და პერფორმანსი ბავშვთა დაცვის დღეს მიუძღვნეს.

მათი თქმით, ადრესატი მეუფე სპირიდონია, რომელიც საპატრიარქოსთან დაქვემდებარებულ პანსიონატში სახალხო დამცველს არ უშვებს.

აქტივისტები მოთხოვენ, დაუყოვნებლივ მოხდეს სახალხო დამცველის წარმომადგენლების შესვლა პანსიონატში, დაიწყოს დიდი ზომის ბავშვთა პანსიონატების დახურვა, ასევე ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება ან მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ ზრუნვის მცირე დაწესებულებებში გადაყვანა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა