|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გამოვეპარეთ, მაგრამ ეს იყო თანამშრომლების დამსახურება - ყოფილი მძევალი

ქუთაისში, საქართველოს ბანკზე თავდასხმისას მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირი, ლევან ასათიანი გუშინ განვითარებულ მოვლენებს მედიასთან იხსენებს.  მისი თქმით,  მძევლებმა შენობიდან გამოსვლა სამართალდამცველების დახმარებით შეძლეს.

„გამოვედი უკანა კარიდან, რომლის შესახებაც იმან არაფერი იცოდა. პოლიციამ გააღო კარი, გახსნა ტერიტორია, შევხედე, რომ პოლიციელები იყვნენ, გვითხრეს, გამოდიო და გამოვედით. ჩემ გარდა, იქამდე, ორი თანამშრომელი გოგო გამოვიდა და შემდეგ გამოვყევით ჩვენ. გამოვეპარეთ, მაგრამ ეს იყო თანამშრომლების დამსახურება, რადგან მათ გახსნეს ის კარი. დალუქული იყო ის კარი და ალბათ რაღაცით გახსნეს ან გაჭრეს და გამოგვიყვანეს“, - თქვა ასათიანმა. 

20 სექტემბერს, ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა, რომელმაც 12 მძევალი აიყვანა და 2 მილიონი აშშ. დოლარი,  რუსეთის დროშა, ვერტმფრენი და ანკესი  მოითხოვა. 9-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ პოლიციამ თავდამსხველი დააკავა და მძევლები უვნებლად გაათავისუფლა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა